Saturday, February 28, 2015

მეშვიდე დღე
გავიმეორეთ წინა მასალა.გავეცანით ვიუვერში მეექვსე მოდულს.განვიხილეთ მოსწავლეთა დიფერენცირება.გავეცანით გარდნერის თეორიას.  კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე ძალიან მომეწონა.იგი ხელს შეუწყობს დამოუკიდებლად სწავლას.გავეცანით გაკვეთილზე გამოყენებულ მოსწავლის თვითშეფასების რეფლექსიას.დღევანდელი დღე კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

Sunday, February 22, 2015

მეექვსე დღე
გავიმეორეთ წინა მასალა.ვისწავლეთ უკუკავშირის გაკეთება ბლოგზე.ვიუვერში მეხუთე მოდულიში განვიხილეთ ,,მოსწავლეთა პროექტის შეფასება,,.მეხუთე მოდულის აქტივობა1-ში განვიხილეთ განმსვითარებალი თვითშეფასება.ვისწავლე პრეზენტაციის გამოქვეყნება.დავწერეთ შეფასების ინდიკატორები სასწავლო ამოცანებიდან გამომდინარე.დღევანდელი დღე საკმაოდ აქტიური და შრომატევადი იყო.
გამოწურული ლიმონივით ვგრძნობ თავს.
თუ რაიმე ისე ვერ გამოვხატე---შემონდეთ.დღეს შენდობის კვირაა,

Saturday, February 21, 2015

5-ე დღე
გავიხსენეთ წინა მასალა.ვიუვერში გავეცანით მოდული 3 და მოდული 4.გავუზიარეთ ერთმანეთს ერთმანეთის პორტფოლიოების პრეზენტაცია.ვისწავლეთ დრაივის ფორმატში გადაყვანა.გავეცანით დრაივის 2 ფორმატს-ჩასწორებადი და ფორმატი,რომელსაც ვერ ჩავასწორებთ.გავაკეთეთ კომენტარტები და გავუგზავნეთ ერთმანეთს.გავიგე-კომენტარები უნდა იყოს კონკრეტული და არა ზოგადი.შევქმენით მოსწავლის ნიმუში.

Sunday, February 15, 2015

მეოთხე დღე
გავიხსენეთ ,თუ წინა დღით რაზე ვიმუშავეთ.გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას.გავეცანით შეფასების სტრატეგიებს დეტალურად.გავეცანით შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს.მოსწავლეთა საჭიროებისათვის გამოვიყენე შეფასება---ვიცი-მინდა ვიცოდე-რა გავიგე.

Saturday, February 14, 2015

მესამე    დღე
წარმოვადგინე ჩემი ბუკლეტი.პორტალ პორტფოლიოს ჩეკლისტში ჩავნიშნეთ,რომ გვაქვს უკე ბუკლეტი.ვიუვერში გავეცანით მოდული 2-ის აქტივობა1.ყურადღება გავამახვილეთ 'ბუნდოვანი ,დავალებაზე ორიენტირებული ამოცანები'.გავიგე,როგორ მივუსადაგო სტანდარტს მიზნები.გავეცანით სლაიდ შოუს.გადავხედეთ სტანდარტებს.ვისწავლეთ,როგორ დავწეროთ ზოგადი.თემატური და შინაარსობრივი კითხვები.გავეცანით რუბრიკა-განახლებული ბლუმის ტაქსონომია.ნამუშევარი შევინახე დრაივში.

Sunday, February 8, 2015

მეორე დღე.                                                                                                                                                          გავიხსენეთ პირველ გაკვეთილზე ნასწავლი მასალა.მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო გეგმები.შეძლებისდაგვარად გავიგე პროექტის შინაარსი.(ეს ხომ ჩემი პირველი პროექტია).ეროვნული სასწავლო გეგმაში მოვძებნეთ და გადმოვწერეთ ჩემი თემის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები.google-დან მოვიძიე და გადმოვწერე თემის შესაბამისი სურათი და შევინახე.ვისწავლეთროგორ მზადდება ბუკლეტი.მივიღე ახალი დავალება:დავასრულო სახლში ბუკლეტი.

Saturday, February 7, 2015

პირველი დღე

გავიცანით ერთმანეთი.დავრეგისტრირდით ბლოგზე.მე პირადად მომხიბლა ტრენინგის სათაურმა ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სწავლებების ინტეგრირება.,,შევქმენით საქაღალდეები შესაბამისი სათაურებით.ვისწავლე და გავარკვიე,რომ პორტფოლიოს ჩეკლისტი ეს არის ინფორმაცია,სად არის ესა თუ ის საქაღალდე.ანუ რა გვაქვს და რა არ გვაქვს.ავხსენით ვიუვერის გამოყენება.განვიხილეთ პორტფოლიოს მახასიათებლის ჩეკლისტი.დავათვალიერეთ პროექტი ,,რომეო და ჯულიეტა,,.რა პრობლემატური საკითხია ჩვენს საგანში.მივიღეთ დავალება პროექტის გეგმის მოკლე შინაარსი.