Friday, March 6, 2015

მეცხრე დღე
გავიხსენეთ წინა მასალა.ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტის დამატება.მოვისმინე ჩემი კოლეგების პრეზენტაციები.
მარინა ქოროღლიშვილი
,,ჩემი სოფელი დღეს,,  მოვისმინე და დავრწმუნდი,თუ როგორ აუცილებელია სოფელში საჯარო სკოლა ბევრი ბავშვებით.ამ პროექტით ბავშვები გაიაზრებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს რომელ სკოლაში ისწავლი,მთავარია სწავლის ხარისხი.პროექტი ჩემთვის მისაღებია.
ნინო ჭუმბურიძე
,,მიუსაფარი ბავშვები,,   საინტერესო პროექტია.ეს არის კავშირი სოფელში არსებულ მიუსაფარ ბავშვების ცხოვრებასა და წარსულთან. ბავშვები ისწავლიან ,თუ    როგორ ვიცხოვროთ ერთად.საინტერესო პროექტია.
მეგი ჯიჯიაშვილი
,,აღმოაჩინე შენი რაიონის მუსიკისი,,  ბავშვები ამ პროექტით შეიმეცნებენ მუსიკის როლს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ქეთევან დავითაშვილი
,,მდინარეების პრობლემა საქართველოში,,  აქტუალურია ,თუ როგორ უნდა მოვიქცეთ,რომ საქართველო ნაგვის ბუდედ არ იქცეს,სადაც ნაგავია,დაინფიცირებაც მოსალოდნელია.
ნინო ჭონქაძე
,,მივაღწევ თუ არა მიზანს ინგლისურის გარეშე,,
ნაირა მახარაძე
,,ენერგიის გამოყენება და გარემოს დაცვა,,.
საუკეთესო და საინტერესო პროექტია.ქალბატონ ნაირას ვუსურვებ ამ პროექტის განხორციელებას.
.................
უღრმესი მადლობა ქალბატონ მანანა კვინიკაძეს ჩემს ჯგუფთან გატარებული დღეებისთვის.
ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ.
შემიყვარდით და გეფერებით.
  .

Sunday, March 1, 2015

დღე მერვე

როგორც ყოველთვის -გავიმეორეთ წინა მასალა,ვისწავლეთ გვერდების გაკეთება ბლოგზე.გავეცანით მეშვიდე მოდულის რესურსებში ფასილიკაციის ნიმუშებს.ასევე ვისწავლეთ გუგლ ფორმების შექმნა.
დღევანდელი დღე ყველაზე რთული და უფრო საინტერესო იყო.

Saturday, February 28, 2015

მეშვიდე დღე
გავიმეორეთ წინა მასალა.გავეცანით ვიუვერში მეექვსე მოდულს.განვიხილეთ მოსწავლეთა დიფერენცირება.გავეცანით გარდნერის თეორიას.  კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე ძალიან მომეწონა.იგი ხელს შეუწყობს დამოუკიდებლად სწავლას.გავეცანით გაკვეთილზე გამოყენებულ მოსწავლის თვითშეფასების რეფლექსიას.დღევანდელი დღე კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

Sunday, February 22, 2015

მეექვსე დღე
გავიმეორეთ წინა მასალა.ვისწავლეთ უკუკავშირის გაკეთება ბლოგზე.ვიუვერში მეხუთე მოდულიში განვიხილეთ ,,მოსწავლეთა პროექტის შეფასება,,.მეხუთე მოდულის აქტივობა1-ში განვიხილეთ განმსვითარებალი თვითშეფასება.ვისწავლე პრეზენტაციის გამოქვეყნება.დავწერეთ შეფასების ინდიკატორები სასწავლო ამოცანებიდან გამომდინარე.დღევანდელი დღე საკმაოდ აქტიური და შრომატევადი იყო.
გამოწურული ლიმონივით ვგრძნობ თავს.
თუ რაიმე ისე ვერ გამოვხატე---შემონდეთ.დღეს შენდობის კვირაა,

Saturday, February 21, 2015

5-ე დღე
გავიხსენეთ წინა მასალა.ვიუვერში გავეცანით მოდული 3 და მოდული 4.გავუზიარეთ ერთმანეთს ერთმანეთის პორტფოლიოების პრეზენტაცია.ვისწავლეთ დრაივის ფორმატში გადაყვანა.გავეცანით დრაივის 2 ფორმატს-ჩასწორებადი და ფორმატი,რომელსაც ვერ ჩავასწორებთ.გავაკეთეთ კომენტარტები და გავუგზავნეთ ერთმანეთს.გავიგე-კომენტარები უნდა იყოს კონკრეტული და არა ზოგადი.შევქმენით მოსწავლის ნიმუში.

Sunday, February 15, 2015

მეოთხე დღე
გავიხსენეთ ,თუ წინა დღით რაზე ვიმუშავეთ.გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას.გავეცანით შეფასების სტრატეგიებს დეტალურად.გავეცანით შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს.მოსწავლეთა საჭიროებისათვის გამოვიყენე შეფასება---ვიცი-მინდა ვიცოდე-რა გავიგე.